ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა რაც საახალწლო სამზადისი დაიწყო. ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები მონტაჟდება.
როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში “გურია ნიუსს” უთხრეს, წელს საახალწლო ღონისძიებებზე ბიუჯეტიდან 63 680 ლარი დაიხარჯება.
tenders.procurement.gov,ge-ს გვერდზე ამ დროისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებული ტენდერებიდან ირკვევა, რომ საახალწლო ღონისძიებითვის განკუთვნილი სცენის აგების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 22 000 ლარია.
გარდა ამისა, საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვას მუნიციპალიტეტის 24 590 ლარად გეგმავს. ტენდერი 26 ნოემბერს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 3 დეკემბერს იწყება, ხოლო 5 დეკემბერს უნდა შეწყდეს.





























































