სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტიდან, რომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გასული წლის დარად წელსაც 748 ათასი ლარი ერგო.
ეს თანხა წილობრივად ყველა ტერიტორიულ ერთეულზე გადანაწილდება, სადაც სოფლის კრებებზე მოსახლეობამ პრიორიტეტებიც განისაზღვრება.
ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, შეხვედრებისას ადგილობრივები პრიორიტეტად გარე განათების მოწყობას, შიდა გზებისა და ამბულატორიის რეაბილიტაციას ასახელებენ.
[sexy_author_bio]