https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა წერია რეზოლუციაში საქართველოზე, რომელსაც დღეს ევროპარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს

13:28; 9.10.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გამოქვეყნდა რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ევროპარლამენტში დღეს უყრიან კენჭს.

ევროპარლამენტი, რეზოლუციის პროექტით, გამოხატავს „სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში ბოლო წლის განმავლობაში დემოკრატიის ექსპონენციური უკუსვლის გამო“.

გმობს „აგენტების კანონს“, „ოჯახური ღირებულებების“ ჰომოფობიურ კანონს, ასევე, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს – და ხაზს უსვამს, რომ ეს ცვლილებები კანონმდებლობაში „არ შეესაბამება ევროპული ღირებულებებს“.

ხაზს უსვამს, რომ „ამ კანონების გაუქმების გარეშე არ იქნება პროგრესი ევროკავშირის გზაზე“.

ევროპარლამენტი „წუხს, რომ საქართველოში, – რომელიც ოდესღაც დემოკრატიული პროგრესისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი იყო, – საკმაოდ დიდი ხანია, დემოკრატია თავისუფალ ვარდნაშია“.

პარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გამოიკვლიონ ამ დემოკრატიული უკანდახევის შედეგები როგორ მოქმედებს მათი, როგორც დონორის როლზე, – და აცნობონ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს ამ შესაძლო ზემოქმედების შესახებ.

ის ასევე გამოდის მოწოდებით, ევროკავშირმა გაყინოს ყველანაირი დაფინანსება აღნიშნული არადემოკრატიული კანონების გაუქმებამდე და მკაცრი პირობები დააწესოს, სანამ სამომავლო დაფინანსებას გასცემს.

რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას პოლიტიკური პლურალიზმის წინააღმდეგ ხელისუფლების რიტორიკით გამოწვეული სიძულვილისა და დაშინების კლიმატის გამო;

გმობს „ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წამყვანი ფიგურების კომენტარებს, რომლებიც ემუქრებიან ოპოზიციური პარტიების აკრძალვით“.

იგი ასევე მოუწოდებს საქართველოს, „საფუძვლიანად გამოიძიოს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ პოლიციის სისასტიკე გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს“.

რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი განმეორებით მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს არამხოლოდ „აგენტების კანონის“, არამედ „ოჯახური ღირებულებების კანონმდებლობისა“ და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.

რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას პოლიტიკური პლურალიზმის წინააღმდეგ ხელისუფლების რიტორიკით გამოწვეული სიძულვილისა და დაშინების კლიმატის გამო;

გმობს „ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წამყვანი ფიგურების კომენტარებს, რომლებიც ემუქრებიან ოპოზიციური პარტიების აკრძალვით“.

იგი ასევე მოუწოდებს საქართველოს, „საფუძვლიანად გამოიძიოს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ პოლიციის სისასტიკე გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს“.

რეზოლუციის პროექტი „გმობს საქართველოს ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირად როლს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ორკესტრირებაში და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის ძისი გამოთხრასა და რუსეთთან დაახლოების მცდელობაში“.

ამავე პუნქტში იგი იმეორებს მოწოდებას, დაუწესდეს პერსონალური სანქციები ივანიშვილს.

ერთ-ერთი პუნქტი მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს, „პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, პერსონალური სანქციები დაუწესონ ყველა იმ პირს, ვინც:

პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრაზე,

პოლიტიკური ოპონენტების და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე,

ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელებაზე“.

რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტი გამოთქვამს „შეშფოთებას იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ბევრი საკანონმდებლო წინადადება ღალატობს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს“.

იგი „ხაზს უსვამს, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური თავისუფლებები და დაცული უნდა იყოს ნებისმიერ ვითარებაში, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება“.

ასევე, „ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი „მოდარაჯის“ როლი, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია, არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების წინსვლისთვის და, შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ხელსაყრელი გარემო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება და მედია დამოუკიდებელია და თავისუფლად მუშაობს“.

ევროპარლამენტი ამ რეზოლუციით იხსენებს, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი „იმ დათქმით, რომ შეასრულებდა ევროკომისიის რეკომენდაციებს“.

რეზოლუციის იგივე პროექტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო აქტები „აშკარად ეწინააღმდეგება ამ ამბიციას“ და ამან „შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია“.

საუბარია, ძირითადად, „აგენტების კანონზე“, ასევე ანტი-ლგბტ კანონმდებლობაზე.

ევროპარლამენტი, თუკი ამ რეზოლუციას მიიღებს, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელებს, „შეახსენონ საქართველოს მთავრობას მათ მიერ აღებული ვალდებულებები და ის ღირებულებები და პრინციპები, რომელთა ერთგულების პირობაც მან დადო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის დროს“.

რეზოლუცია ხაზს უსვამს „იმ ხელშესახებ შესაძლებლობებს, რომლებითაც საქართველო ისარგებლებს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისთანავე, როგორიცაა გაწევრების წინა დახმარება, რომელიც აუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონეს, მაგრამ ასევე მხარს უჭერს ინსტიტუტებს, ინფრასტრუქტურასა და სოციალურ სერვისებს“.

ევროპარლამენტი, რეზოლუციის პროექტით, „შეშფოთებულია“ დიასპორის მოწოდებების მიუხედავად საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების „შეზღუდული რაოდენობის“ გახსნის გამო.

ამრიგად, რეზოლუციის პროექტის თანახმად, „საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების უმრავლესობას საარჩევნო უფლება ერთმევა;

ევროპარლამენტი, რეზოლუციის პროექტით, მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „შეესაბამებოდეს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს“.

პარლამენტი იზიარებს ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას საქართველოში არჩევნების საკანონმდებლო ბაზაში და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით.

„საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები დიდ გავლენას მოახდენს საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის აღქმასა და მის მიმართ ნდობაზე“.

გარდა ამისა, გაკრიტიკებულია ანტიკორუფციული ბიუროს პირველი გადაწყვეტილება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსათვის“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაცია გამოცხადებასთან დაკავშირებით.

აღნიშნავს, რომ „მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე, როდესაც ეჭვქვეშ დადგა მოახლოებული არჩევნების ლეგიტიმურობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ურჩია“ ბიუროს, გაეუქმებინა საკუთარი გადაწყვეტილება“. რეზოლუციის პროექტით, ეს ასევე აჩენს კითხვებს ანტიკორუფციული ბიუროს (ACB) პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტი, რეზოლუციის პროექტით, გმობს „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში „ქართული ოცნების“ მიერ უკრაინის ომის ამსახველი მძიმე ფოტოების გამოყენებას ადამიანთა მანიპულირების, დეზინფორმაციისა და პრორუსული და ანტიუკრაინული განწყობის გავრცელების მიზნით“.

საუბრია თბილისში 26 სექტემბრის შემდეგ გამოჩენილ საარჩევნო ბანერებზე, წარწერით: „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“. ზოგ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი – თბილისის სამების ტაძარი.

რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთი პუნქტში ევროპარლამენტი ამბობს, რომ მოელის, „ქართული ოცნება“ პატივს სცემს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი ხალხის გამოხატულ ნებას. ასევე, მოელის, რომ „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას“.

ევროპარლამენტი, რეზოლუციის პროექტით, გამოხატავს „ღრმა შეშფოთებას საქართველოში რუსეთის გაზრდილი გავლენის გამო“.

ამის მაგალითებად დასახელებულია „რუსეთიდან გაზრდილი იმიგრაცია, გაზრდილი სავაჭრო კავშირები და რუსეთთან შერიგების სურვილი“, – „მიუხედავად უკრაინაში მისი ინტერვენციისა და საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაციისა“.

რეზოლუციის პროექტის, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას,

დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის საპასუხოდ;

გააგრძელოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა

პატივი სცეს ვალდებულებას, ეფექტიანად განახორციელოს ზომები ევროპული სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად;

მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სრულად შეუერთდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და ევროკავშირის სტრატეგიას რუსეთის მიმართ.

გარდა ამისა, ეს არის პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს რუსეთის მიერ ოკუპირებული თავისივე ტერიტორიის არაღიარების პოლიტიკის ერთგული დარჩეს.

ევროპარლამენტი, რეზოლუციის პროექტით, „მტკიცედ იმეორებს სასწრაფო მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის დაუყონებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ“. ეს მოთხოვნად დასაბუთებულია „ჰუმანიტარული მიზნებიდან და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მიზნებიდან გამომდინარე“;

ევროპარლამენტის პროექტი ხაზს უსვამს, რომ „საქართველოს მთავრობა ეკისრება სრულ და უდავო პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე“.

რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთი ბოლო პუნქტი ეხება საჯარო ინფორმაციაზე დაწესებულ შეზღუდვებს.

რეზოლუცია
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდიაში დაძაბულობის ფონზე, ევროკავშირი შეინარჩუნებს აშშ-სთან არქტიკულ თანამშრომლობას

16:04; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას

15:49; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

„მთვრალმა ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილს, რომელიც ჩაუწერეს და მიუტანეს ბიძინას“ – შაიშმელაშვილი

11:26; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო

22:00; 15 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით

20:41; 15 იანვარი, 2026

საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 პირი დააკავეს, მათ შორის 25 ნარკორეალიზატორია

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდიაში დაძაბულობის ფონზე, ევროკავშირი შეინარჩუნებს აშშ-სთან არქტიკულ თანამშრომლობას

16:04; 16.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას

15:49; 16.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

15:44; 16.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15:37; 16.01.2026
მსოფლიო

“უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

15:02; 16.01.2026
ზაფრანი

ცოცხლად დამარხვა რეკორდისთვის: 61 დღე კუბოში და ვინ არიან თანამედროვე “რეკორდსმენები”, მათ შორის ქართველი “იუთუბერია”

14:32; 16.01.2026
სამართალი

შსს: დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი, რომელთა შორის 10 არასრულწლოვანია

14:19; 16.01.2026
მსოფლიო

მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

14:15; 16.01.2026
საზოგადოება

ტემპერატურა -18, -20 გრადუსამდე დაეცემა _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

14:01; 16.01.2026
საზოგადოება

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა

13:17; 16.01.2026
სამართალი

“მკვლელ ა.გ-ს უწერია სამი საათი ვუსატკავეო”

12:29; 16.01.2026
ფინანსები

ოზურგეთის მერიასა და საკრებულოში ხელფასები იზრდება

11:59; 16.01.2026
პოლიტიკა

„მთვრალმა ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილს, რომელიც ჩაუწერეს და მიუტანეს ბიძინას“ – შაიშმელაშვილი

11:26; 16.01.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

10:48; 16.01.2026
საზოგადოება

მზექალა შანიძე 100 წლის გახდა

10:31; 16.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო