ჰოლანდიაში გაყიდვიდან ამოიღეს გასაფერადებელი წიგნები, რომლებშიც ადოლფ ჰიტლერი იყო დაბეჭდილი. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, აღნიშნული გასაფერადებლები ინდოეთში დაიბეჭდა და უცნობია, თუ როგორ მოხვდა გამოცემაში დიქტატორის სურათი.
როგორც მაღაზიაში აცხადებენ , მათ წიგნების თარგმანი შემაოწმეს, თუმცა ყველა სურათს არ დაკვირვებიან.
მაუწყებლის ცნობით, ჰოლანდიელი გამყიდველი იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა მას შემდეგ, რაც, მშობლებმა კომენტარების დაწერა სოციალურ ქსელებში დაიწყეს.





























































