პროკურატურაში გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
როგორც პროკურატურაში განაცხადეს, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე 1 პირი დააკავეს.
„2020 წლის 15 ივლისს ვ.ა. დაუკავშირდა ერთ-ერთ მედია საშუალებას და მოუყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი.
თითქოს მისი საცხოვრებელი სახლის ირგვლივ სეირნობისას შეესწრო ოთხი პირის საუბარს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან. მისი თქმით, თითქოს ნახსენები იყო შაქარაშვილის და საქმეში ფიგურანტი კიდევ ერთი პირის გვარი და საუბარი შეეხებოდა რაღაცის გადაგდებას.
გამოიკითხა სამჯერ, რა დროსაც გამოძიებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიუთითა ის ადგილი, სადაც თითქოსდა შეესწრო საუბარს. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუყონებლივ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. მიღებული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ დროის იმ მონაკვეთში ის იმყოფებოდა საცხოვრებელ ბინაში და სახლიდან არ გასულა“,_ განაცხადეს პროკურატურაში.