იმ შემთხვევაში, თუ ფულს კერძო გამსესხებლისგან ბინის უზრუნველყოფით იღებთ, უნდა იცოდეთ, რომ ძირითად შემთხვევაში, ეს არის ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულება, რომლის ვადის დარღვევის შემთხვევაშიც, უძრავი ქონება გამსესხებელს რჩება.
მარტივად რომ ვთქვათ, მსესხებელი ყიდის ქონებას, თუმცა იტოვებს გამოსყიდვის შესაძლებლობას იმ ვადით, რომელიც მას კერძო გამსესხებელმა მისცა.
როგორც ადვოკატმა მარიკა არევაძემ „პალიტრანიუსისა“ და „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განმარტა, ასეთ დროს ბინის პირველ მესაკუთრეს რჩება სამართლებრივი დავის შესაძლებლობა, როგორც თვალთმაქცურ გარიგებაზე. თუმცა, მტკიცებულებების ტვირთი, მთლიანად მსესხებელზეა და უნდა წარადგინოს, წერილობითი დოკუმენტები, გარიგების დეტალები, ყოველთვიურად რამდენ პროცენტს იხდიდა და ა.შ.
„პირველი და მნიშვნელოვანი რჩევა იქნება ალბათ, რომ იმ ფინანსური პრობლემების, რაც უკვე უდგათ, მოგვარებას შეეცადონ არსებულ კრედიტორებთან მოლაპარაკებით, შეთანხმების მიღწევით, გადავადებით, ვინაიდან თუ გააფორმებენ ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებებს, ისეთ მორევში ჩაეშვებიან, სამი თვე სიმშვიდეს მოიპოვებენ, მაგრამ მერე უარესი მორევი იწყებს ამუშავებას.
მეორე არის ის, რომ სანამ სესხებს აიღებენ, კვალიფიციურ იურიდიული კონსულტაცია მიიღონ. არის ამის შესაძლებლობებიც, რომ თავდაპირველი კონტრაქტები გააფორმონ შეძლებისდაგვარად მისაღები პირობებით.
მესამე რჩევა უფრო სახელმწიფოსკენ იქნებოდა მიმართული, რომ შექმნას სისტემები, რომელიც დასაქმებას წაახალისებს და შემოსავლიანს გახდის მოსახლეობას. მორატორიუმი არის პრობლემის გადავადება დროებითი და არა მისი მოგვარება“,- ამბობს მარიკა არევაძე.
წყარო: bpn.ge