„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ტრაგიკული მოვლენა და ტრაგედია ერთი კონკრეტული ოჯახის და მთელი ქვეყნის, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ტატუნაშვილების ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიცემული ვადა გადაწია – მოკლული სამხედროს ახლობლები მანამდე აცხადებდნენ, რომ თუ ოთხშაბათსაც ვერ მოხერხდებოდა ცხედრის გადმოსვენება, ისინი კვლავ გზას გადაკეტავდნენ.
“რა უნდა მეთქვა, მუშაობს კაცი და რაღა მაქვს სათქმელი. ეს კაცი მოდის, ყოველდღე ამოდის და გვაწვდის ინფორმაციას, მერე შევხედავთ, ხვალ არაფერს არ ვგეგმავთ,”-განაცხადა გვიან ღამე არჩილ ტატუნაშვილის მამამ.




























































