გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ივნისს, მდინარე ვერეს ხეობაში, სვანიძის ქუჩაზე 40 წთ-ში 34მმ ნალექი მოვიდა. 21:00 სთ-ზე წყლის დონე დაფიქსირდა 128 სმ, რაც ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს.
გარემოს ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ წყლის დონის საგანგაშო ნიშნული 170სმ-ია.
„თბილისში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად წყნეთი–ახალდაბის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესის გააქტიურებას, რომელმაც საავტომობილო გზის მონაკვეთი, არსებული ინფრასტრუქტურა და გაზსადენი მილი დააზიანა.
გარემოს ეროვნული სააგეტოს გეოლოგების ჯგუფმა ოპერატიულად შეაფასეს არსებული მდგომარეობა, ადგილზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები პრევენციის მიზნით. სპეციალისტების რეკომენდაციით, ამჟამად წყნეთი–ახალდაბის მიმართულოებით მოძრაობა ორხმრივად აკრძალულია. სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა შემდგომი გასატარებელი ღონისძიებებისათვის“.