შვეიცარიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობა დამოკიდებულია არა მხოლოდ რაციონზე, არამედ ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზეც. კერძოდ, პირის ღრუს ვერაგი მტერი გახლავთ – სტრესი!
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შვეიცარიელებმა სპეციალური კვლევა ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა 500 – მდე სტუდენტმა მიიღო.
მოხალისეები ორ ჯგუფად იყვნენ გაყოფილები, რომელთაგან პირველის წევრები ლექციებზე დადიოდა, მეორე კი რთული სესიებისთვის ემზადებოდა.
ექსპერიმენტის შედეგმა აჩვენა, რომ გამოცდების მომლოდინე სტუდენტების პირის ღრუს მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, გარდა ამისა, 10 პროცენტს ღრძილების ანთებაც კი დაუდგინდა. რაც შეეხებათ პირველი ჯგუფის წევრებს, მათ კბილებისა და ღრძილების პრობლემები არ გასჩენიათ.
სპეციალიტები ვარაუდობენ, რომ სტრესის ზემოქმედების შედეგად, ადამიანებს ხშირად კრიჭა ეკვრით, რა დროსაც, კბილები მნიშვნელოვნად ზიანდება.
სწორედ სტრესია კბილებისა და ღრძილების მთავარი მტერი და არა ტკბილეული, _ ასკვნიან შვეიცარიელები.