კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად ზღვაში უფრო და უფრო მეტი ვირუსისგან დამცავი აღჭურვილობა ხვდება.
BBC-ის ინფორმაციით, Ocean Conservancy- ის თანახმად, ყოველთვიურად 129 მილიარდი სახის ნიღაბი და 65 მილიარდი ხელთათმანი ხვდება გარემოში.
მყვინთავები და დამკვირვებლები ამბობენ, რომ წყალში ნაგვის სახით მოხვედრილი პირბადე და ხელთათმანები ველურ ბუნებას უქმნის საფრთხეს, შემდეგ კი მსოფლიოში ნაპირებზე ირეცხება.
ისინი ამბობენ, რომ წყალში მოხვედრილ პირბადეს ვეშაპის მოკვლა შეუძლია.































































