,,საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. სტოკჰოლმის სინდრომმა შეგიპყროთ?“_ ასე გამოეხმაურა უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, პარტია ევროპული სოლიდარობის წევრი, ალექსეი გონჩარენკო, საქართველოს პრემიერ- მინისტრის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ დასავლეთს სანქციებს არ აყვება, რადგან გაცილებით დიდი ზიანის მომტანია.
რადას დეპუტამა, ირაკლი ღარიბაშვილს ურჩია, რომ ომის დასრულების შემდგომაც არ ჩავიდეს კიევში.
,,საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. სტოკჰოლმის სინდრომმა შეგიპყროთ?
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციები მის ქვეყანას გაცილებით დიდ ზიანს მოუტანს. პარლამენტიც კი არ იკრიბება ამის განსახილველად.
თუმცა, ყველაზე მეტად უბრალო კითხვაზე გაცემული პასუხი მაოცებს – აპირებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი სოლიდარობის ნიშნად კიევში ჩამოსვლას? პრემიერმა უპასუხა, რომ უკრაინის ცა დაკეტილია.
არაუშავს ირაკლი, როდესაც ომი მორჩება და ჩვენს ცაზე, სამხედროს ნაცვლად, სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე.
ქართველებო, ძმებო, ეს როგორ მოგწონთ? ნუთუ დაგავიწყდათ, როგორ ჩამოფრინდა უკრაინის პრეზიდენტი თბილისში, როდესაც 2008 წელს რუსული ტანკები თბილისისკენ მოდიოდნენ? მოითმენთ თუ საჯაროდ აუხსნით ღარიბაშვილს რა უნდა გააკეთოს?“ – წერს ალექსეი გონჩარენკო.