„არავინ შეეგუება და აიტანს ამას. ან წავა რადიკალიზაციისკენ, ან წავა დიალოგისკენ. დიალოგის ფორმა ერთადერთია _ პროპორციული არჩევნების ჩატარება“, _ აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ გურჯაანში, სადაც დავით კირკიტაძის გაანაჩენი უნდა გამოცხადდეს.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, პოზიცია უკანონოდ მოქმედებდა.
„ეს დღე შეიძლება გახდეს წყალგამყოფი. აქ პოლიციელი უფრო მეტია, ვიდრე ხეები. გასაგებია, რა გადაწყვეტილებაც აქვთ მიღებული. პოლიცია მოქმედებდა უკანონოდ, რაც უნდა გასაჩივრდეს. ყველანაირი საპროტესტო ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ხელისუფლებამ გაიგოს, რომ აქ არავინ არის მეორე ხარისხოვანი“, _ აღნიშნა უგულავამ.