ლას ვეგასში მუსიკალურ ფესტივალზე სროლის შედეგად დაღუპვისგან ერთ-ერთი ქალი აიფონის მობილურმა ტელეფონმა გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას THE INDEPENDENT ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ნატყვიარი მობილური ტელეფონის ფოტო ტაქსის მძღოლმა გამოაქვეყნა , რომელმაც ქალი ჩაშლილი კონცერტიდან წაიყვანა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქალი უსაფრთხოების მიზნით საკუთარ ვინაობას არ ამხელს.
შეგახსენებთ, რომ შტეფან პედოკმა კონცერტზე მისულ ადამიანებს ცეცხლი სასტუმროს 32-ე სართულიდან გაუხსნა, რის შედეგადაც 59 ადამიანი დაიღუპა.
ამავე თემაზე:
ლას ვეგასში კონცერტზე დაღუპულთა რაოდენობა 59-მდე გაიზარდა
ლას ვეგასში კონცერტზე დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა
ლას ვეგასში მუსიკალურ ფესტივალზე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა