მიხეილ ცაგარელის განმარტებით, ამინდის მკვეთრი ცვლილება მზეზე მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.
„სულ ამას მეკითხებიან, რა ხდება ცაში, რადგან გაუთავებელი წვიმაა და მკვეთრად აცივდა. ეს მოვლენები მზეზე ძალიან სერიოზულ აქტივობასთანაა დაკავშირებული. ახლა არის მზის ზედმეტად აქტიური ფაზა – უკვე 20 ამოფრქვევა იყო. 6-ქულიანი სისტემიდან, შტორმული სიტუაცია 5 ქულით ფასდება. ეს ამოფრქვევები დედამიწის გეომაგნიტიზმზე ძალიან მოქმედებს და ეს ცვლის, მათ შორის, ჩვენი ამინდის ხასიათს. ამიტომ, კვირა ყურადღებით უნდა გავიაროთ,“ – ამბობს ცაგარელი.