მუმბაის ქუჩებში მობინადრე ძაღლებს ბეწვის ფერი ეცვალათ და ლურჯი შეფერილობის გაუხდათ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, ძაღლების ბეწვის ფერის შეცვლა ქიმიური ქარხნების მიერ წარმოებულმა საღებავმა გამოიწვია.
მათი თქმით, საღებავის ჩაღვრა ადგილობრივ მდინარე კასადიში ხდება.
როგორც ცნობილია, აღნიშნული ტერიტორია შემოღობილია, მაგრამ ძაღლები იქ საკვების საძებრად მაინც ძვრებიან.
მაუწყებლის ინფორმაციით, ადგილობრივი დაბინძურების მაკონტროლებელი საბჭო საქმის გამოძიებას აპირებს და გარემოს დამაბინძურებელი საწარმოების მიმართ სათანადო ზომებს მიიღებს.