თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ საგამოცდო სექტორში მიმდინარე გამოცდის დროს ჭერის ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად არცერთი სტუდენტი არ დაშავებულა. ამის შესახებ უნივერსიტეტში აცხადებენ. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.
„ეს არის საგამოცდო სივრცე ბიბლიოთეკის შენობაში. საერთოდ არავინ არ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო, ე.წ. შეკიდული ჭერის მსუბუქი პლასტიკატის კონსტრუქცია ჩამოიწია და როგორც კი ნახეს, რომ ჩამოიწია, გამოიყვანეს ბავშვები. არავის არ დაცემია თავზე. ამის შემდეგ ჩვენმა სპეციალისტებმა შეამოწმეს ჭერის კონსტრუქცია და როგორც კი განისაზღვრა, რომ უკვე არანაირი საფრთხე არ არსებობდა, ბავშვებმა კვლავ განაგრძეს წერა“, – განუცხადეს edu.aris.ge-ს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
თავდაპირველი ინფორმაციით, ჭერი გამოცდის მიმდინარეობისას ჩამოვარდა.