პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის შანსები შეაფასა.
„ბარიერის გადალახვა პოლიტიკას არ ცვლის. ოპოზიცია ბარიერის გადალახვით არაფრის მქონე არ იქნება ისევ. ისევ გადამწყვეტი იქნება „ქართული ოცნება“. 2012 წლიდან ბრძოლის უნარი ვერ აჩვენა ამ ოპოზიციამ“, – აცხადებს საყვარელიძე.
ის დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე დღეს, ოპოზიცია გაყალბებაზე ისაუბრებს და მოსახლეობას ქუჩაში დადგომისკენ მოუწოდებს, თუმცა მოვლენათა ასეთ განვითარებას ის ოპოზიციისთვის უპერსპექტივოდ მიიჩნევს.
წყარო: imedinews