შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში, გურიაში მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები 2179 პირს ჩამოაკლდა.
სულ კი საქართველოში 74875 მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 6 პირს მინიჭებული ქულები სრულად ამოეწურა.
ინფორმაციისთვის, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა. წლის განმავლობაში საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა ქულების რაოდენობას შემცირებას იწვევს. თუ ქულები ამოგეწურათ, მართვის უფლება 1 წლით შეგიჩერდებათ.
ქულათა გამოკლების სისტემა მხოლოდ პატრულის მიერ პირისპირ დაჯარიმების შემთხვევაში მოქმედებს და არ ვრცელდება ვიდეოფირზე, ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.