მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 268 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 274 989 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 268 237, გარდაიცვალა 3 648 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.