დანია და ნორვეგია მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს შორის პირველ და მეორე ადგილს იკავებენ. დანიელები წელიწადში მხოლოდ 1 391 საათს მუშაობენ. ნორვეგიელების შვებულება კი მინიმუმ ორ თვეს გრძელდება. თანაც, ამ ხნის განმავლობაში მოქალაქე თავისუფლდება გადასახადებისგან და ორმაგ ხელფასსაც იღებს.
გერმანია: „ფორბსის“ გამოკვლევების მიხედვით, გერმანელები წელიწადში 1 440 საათს მუშაობენ. დანარჩენ დროს გართობასა და მოგზაურობაში ატარებენ. ნება რომ მისცე, ყოველი ორი სამუშაო კვირის შემდეგ, ერთ თვეს დაისვენებდნენ, მაგრამ გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს აქვეითებს ინტელექტის კოეფიციენტს.
სამხრეთ კორეა: ამ ქვეყნის მცხოვრებლები თითქმის არ ისვენებენ. წელიწადში ერთხელ, 10 დღით მიდიან შვებულებაში, ისიც ყოველთვის არა. აქვთ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული 11 დასვენების დღე და 52 კვირა დღე. სულ ეს არის. შაბათი აქტიური სამუშაო დღეა. წელიწადში 2 357 სამუშაო საათი – ასეთია ვერდიქტი მათთვის.
იაპონია: იაპონელები „მუშაჰოლიკებად“ აღიარეს. მათზე ამბობდნენ, რომ არასოდეს ისვენებდნენ. იაპონელებს ეტყობა, ეწყინათ და უკვე ხუთი წლის შემდეგ, მათ პირველი ადგილი დაიკავეს, როგორც ერმა, რომელმაც იცის როგორ დაისვენოს კარგად და გემოვნებით. ახლა იაპონელები 1 780 საათს შრომობენ, თუმცა ძალიან პროდუქტიულად. ოფიციალური შვებულება აქ ორ კვირას გრძელდება, მაგრამ იაპონელების უმრავლესობა მხოლოდ ერთკვირიანი შვებულებით სარგებლობს. იმისთვის, რომ მოქალაქეები იძულებით დაასვენონ, სახელმწიფომ ოცი უქმე დღე გამოაცხადა.
ავსტრალია: ავსტრალიის მოქალაქეები წლის განმავლობაში, აუცილებლად სარგებლობენ ოცდაათდღიანი შვებულებით. უმრავლესობა ამ შვებულებას ევროპაში ატარებს. განსაკუთრებით აქტუალურია საშობაო არდადეგები.
ჩეხები მუშაობენ 1 997 საათს. მათი შვებულება 20-დღიანია. ოფიციალური დღესასწაულები – 12.
უნგრეთი – 1 989 სამუშაო საათი. ორმოცდახუთ წლამდე – 20-დღიანი შვებულება, 45 წლის ზემოთ – 30-დღიანი. ოფიციალური დღესასწაული – 10.
თურქეთი – 1 918 სამუშაო საათი. 14-26-დღიანი შვებულება. 7 – ოფიციალური დღესასწაული.
პოლონეთი – 1 985 სამუშაო საათი. 20-დღიანი შვებულება – 10 წელზე ნაკლები სტაჟისთვის, 28-დღიანი – მეტისთვის. ოფიციალური დღესასწაული – 12.
მექსიკა – 1 883 სამუშაო საათი. შვებულება – 16-დღიანი. 14 – ოფიციალური დღესასწაული.
იტალია – 1 800 სამუშაო საათი. 32-დღიანი შვებულება. 12 – ოფიციალური დღესასწაული.
ამერიკა – 1 797 სამუშაო საათი. დადგენილი, ოფიციალური საშვებულებო ლიმიტი არ არსებობს. 11 – ოფიციალური დღესასწაული.
ისრაელი – 1 794 სამუშაო საათი. 24-დღიანი შვებულება. 12 – ოფიციალური დღესასწაული.