ვერძი – მხურვალე სიყვარული შეუძლია, ოღონდ ყველაფერი უნდა დღეს და ახლავე. უყვარს ბევრჯერ და თავდავიწყებით.
კურო – სტაბილური ქალია და ითხოვს სტაბილურობას. თუმცა შესაძლოა, მამაკაცი მხოლოდ ფიზიკურადაც მოეწონოს და გააბას ურთიერთობა. უყვარს რამდენჯერმე და საკმაოდ ხანგრძლივი ვადით.
ტყუპი – ცვალებადი და პოლიგამიური ქალი და ამას არც უარყოფს. მისი ერთგულების იმედი მხოლოდ ძალიან საინტერესო, განათლებულ და მრავალმხრივ კაცს უნდა ჰქონდეს ისიც, მენტალურად. უყვარს უთვალავჯერ, ხშირად ორი ან სამი კვირით.
კირჩხიბი – მასზეა ნათქვამი, რომ სიყვარული შეუძლია “კუბოს კარამდე”. ემოციური მიჯაჭვულობის გამო მამაკაცი ხშირად მთელი სიცოცხლის მანძილზეც კი უყვარს, ზოგჯერ უპასუხოდ.
ლომი – ამაყი და თავმოყვარე ქალია, მაგრამ უსიყვარულოდ ისევე ვერ ძლებს, როგორც უწყლოდ თევზი. უფრო ხშირად უფლებას აძლევს რომ უყვარდეთ, ეს გაცილებით დიდ ბედნიერებას ანიჭებს მას. მის ცხოვრებაში ხშირია ხმაურიანი რომანები.
ქალწული – ხარისხი ყოველთვის ურჩევნია რაოდენობას. ამიტომ თუკი მაინც უყვარს, უყვარს გონებით ან უკეთეს შემთხვევაში აბსოლუტურად გააზრებულად. იშვიათად და ხანგრძლივი ვადით უყვარდება ვინმე.
სასწორი – სიყვარულზე შეყვარებული ქალია. მისთვის აუცილებელია გვერდით პარტნიორი. უყვარს ძალიან ხშირად, თუმცა მოკლე ვადით და რომანტიკულად.
მორიელი – მას შეუძლია უყვარდეს ერთხელ და სამუდამოდ, ან სძულდეს მთელი სიცოცხლის მანძილზე. მორიელი სიყვარულში მაქსიმალისტია. უყვარს იშვიათად და მთელი გულით.
მშვილდოსანი – მომხიბვლელი, მაგრამ ერთობ არასტაბილური ქალია. უყვარს მანამ სანამ მამაკაცი მისთვის საინტერესოა. ამასთანავე, ღრმად სწამს, რომ ეს სიყვარულია “ერთადერთი და უკანასკნელი”. უყვარს უთვალავჯერ.
თხის რქა – ცივი გონება, რომელიც ამ ქალს ახასიათებს, არასოდეს მისცემს უფლებას შეიყვაროს უღირსი. და რადგანაც ღირსეული კაცები პლანეტაზე თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით დარჩა, თხის რქას ისღა დარჩენია, უყვარდეს ერთხელ და სამუდამოდ თუკი შეხვდა ასეთს.
მერწყული – თავქარიანი ქალია, სიყვარულის მისეული გაგება უფრო მეგობრობას ეფუძნება. ამიტომ თავს უფლებას აძლევს ბევრჯერ უყვარდეს და ხშირად ისეთი ადამიანიც, ვისი სიყვარულიც საერთოდ არ შეიძლება.
თევზები – რომანტიკული და მეოცნებეა, ხშირად ისეთი კაცი უყვარს, რომელიც საერთოდ არ იმსახურებს ამას. მისი რომანები ცოტათი ტრაგიკული და ემოციურია. უყვარს არცთუ ხშირად, მაგრამ მთელი დრამატიზმით.