ჩოხატაურში თოვს.
თოვა ღამით დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ,“ გურია ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ჩოხატაურში დღის განმავლობაში ითოვებს.
„თოვა შენარჩუნდება დღეს და ამ საღამოსაც. ხვალ დილას დაახლოებით 7-8 საათიდან გამოიდარებს. დღის ტემპერატურა დიდად არ მოიმატებს, ღამე 3-იდან 5 საათამდე თოვა შეწყდება, გაძლიერდება ყინვა. ჩოხატაურში შესაძლებელია -2, -3 გრადუსი ყინვა დაფიქსირდეს. მთასა და მაღალმთაში უფრო მეტად დაეცემა ტემპერატურა.
ხვალ დღისით გამოიდარებს და მომდევნო დღეებში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ღამის საათებში შენარჩუნდება ყინვა და 27-28 დეკემბრიდან ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +1, +3 გრადუსს შორის იქნება და დღის ტემპერატურა +15, +16 გრადუსი დაფიქსირდება“,_ გვითხრა დოდო გვაზავამ.