გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელის, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უამინდობა კიდევ ორი დღე გაგრძელდება.
ამის შესახებ ნიორაძემ „გურია ნიუსს“ უთხრა.
მისი ინფორმაციით, დღეს გურიაში ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი, საღამოს გამოიდარებს, თუმცა ხვალ ისევ წვიმა იქნება.
მისივე ინფორმაციით, გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. მოსალოდნელია მდინარეებზე წყლის დონის მატება.
ნიორაძის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 17 ივნისიდან გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს. 18 ივნისს დასავლეთ საქართველოში ქარია მოსალოდნელი.
ამავე თემაზე: