როცა გრძნობა ახალი გაღვივებულია, წყვილებს იმის წარმოდგენაც კი ზარავთ, რომ შესაძლოა ოდესმე ერთმანეთი მობეზრდეთ და მათ სიყვარულს რაიმე საფრთხე დაემუქროს.
ფსიქოლოგების აზრით, რაც არ უნდა ვეცადოთ, სამუდამოდ სიყვარულის შენარჩუნება შეუძლებელი ყოფილა. თურმე სიყვარული – ორ, მაქსიმუმ სამ წელიწადს გრძელდება. შემდეგ სისხლში მკვეთრად მცირდება რაოდენობა ჰორმონებისა, რომელთა მეშვეობითაც ნაზ გრძნობებს განვიცდით. ქალი ხვდება, რომ მისი რჩეული სულაც არ არის სხვაზე უკეთესი, შესაძლოა, პირიქითაც კია, ვერ არჩენს ოჯახს, ცუდი ხასიათი აქვს და ა.შ.
ამის შემდეგ წყვილი ნამდვილი სიყვარულის პოვნის იმედით ერთმანეთს შორდება, ზოგი მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას ახერხებს და ასეთ ქორწინებას ბედნიერს უწოდებენ, ზოგს გაყრის ეშინია ბინის ან საბანკო ანგარიშების დაკარგვის გამო, მაგრამ, თურმე არსებობს განსაკუთრებულ ადამიანთა კატეგორიაც, მათ ჰორმონალური ბალანსი დარღვეული აქვთ და ამის გამო სიყვარული კი არ ქრება, არამედ, რაც დრო გადის, პირიქით, ძლიერდება.
ასეთებს, რომ იტყვიან, გაუმართლათ. მაგრამ, სამწუხაროდ, მსგავსი ადამიანების რაოდენობა ძალიან მცირეა.