” გურია ნიუსის” ფეისბუქგვერდზე არაერთი ადამიანი გვწერს, რომ სოფლებში გზები ნელ ტემპში იწმენდება და სვამენ კითხვას რამდენად მომზადებულები შეხვდნენ გურიის მუნიციპალიტეტები თოვლს?
“რამდენად მზად ხვდება მუნიციპალიტეტი, ესაა საქმე, თორემ, სილამაზის აღქმა არ ეშლება გურიას და გურულებს. დათოვლილი სოფელი ძალიან ლამაზია, მაგრამ ორმაგად ლამაზია სოფელი, სადაც გზა მიდის და სახლებიდან სიდუხჭირის კვამლი არ ამოდის,” – წერს ფეისბუქზე “გურია ნიუსის” ერთ-ერთი გამომწერი.
ოზურგეთში, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები შუაღამით დაიწყო და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
“ამ დროისთვის მთავარი და შიდა გზები იწმინდება შემდეგ სოფლებში: ვაკიჯვარი, ჯუმათი, სილაური, ნაგომარი, დვაბზუ, ცხემლისხიდი, შრომა, ნატანები, გურიანთა, მერია, ასკანა, მთისპირი, მაკვანეთი, ჭანიეთი, ლიხაური, ნასაკირალი, ბახვი. თოვლის წმენდის პროცესში ჩართულია 15 ერთეული ტექნიკა,” – ამ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ავტორი