საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, გურიაში 2023 წელს 885 ბავშვი დაიბადა, ხოლო 2024 წელს 809 ბავშვი.
რაც შეეხება გარდაცვალებათა რიცხოვნობას, გურიაში 2023 წელს 1463 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2024 წელს 1516.
როგორც საქსტატი აღნიშნავს, ქვეყანაში 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2.8 პროცენტით გაიზარდა. ხოლო ცოცხლად დაბადებულთა რიცხვი წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.8 პროცენტით.