2022 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში 1121 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 99 და დაშავდა 1583 ადამიანი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემშია ნათქვამი.
სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისშია მომხდარი. ყველაზე მეტი ადამიანი კი იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონშია დაღუპული.
თბილისში 521 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 12 და დაშავდა 647. აჭარაში 88 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 8 ადამიანი და დაშავდა 106. სამეგრელო-ზემო სვანეთში 63 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 10, დაშავდა 104. იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი- მომხდარია 130 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაღუპულია 21 და დაშავებულია 210. შიდა ქართლში 80 ავარიაა დაფიქსირებული, დაღუპუალია 16, დაშავებულია 148 პაციენტი, ქვემო ქართლში მომხდარია 74 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაღუპულია 7 და დაშავებულია 109 ადამიანი. კახეთში მოხდა 88 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაღუპუალია 13 ადამიანი და დაშავებულია 135.სამცხე-ჯავახეთში მომხდარია 22 ავარია, დაღუპულია 2 და დაშავებულია 39. მცხეთაში მოხდა 33 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 10 და დაშავდა 50. გურიაში მოხდა 19 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაშავდა 32 ადამიანი.აფხაზეთი ა/რ მომხდარია 3 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაშავებულია 3 ადამიანი.
ავტორი