შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის პირველ კვარტალში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა გამოაქვეყნა.
სტატისტიკის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, გურიაში 23 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 99-ჯერ დაირღვა.
სტატისტიკის მიხედვით, 99-იდან 88 შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევის შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვკითხულობთ, 125-ე მუხლის მე-10 ნაწილი გულისხმობს ამ მუხლის მე-6, 62 და მე-7–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებს, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – ოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.