შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გურიაში 82 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სხვადასხვა ასაკის 10 მამაკაცი, მათ შორის 13 წლამდე ასაკის 1 ბიჭია.
ამავე სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 67 ქალი გახდა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. აქედან 13 წლამდე ასაკის 2, ხოლო 14 -17 წლამდე ასაკის 5 მოზარდია.
რაც შეეხება ოჯახში ძალადობის სახეებს, 43 ფიზიკური, 68 ფსიქოლოგიური, 1 სექსუალური, 1 იძულების და 1 უგულებელყოფის შემთხვევა დაფიქსირდა.
ამავე თემაზე:
ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები გურიაში – შსს-ს ახალი სტატისტიკა



































































