შინაგან საქმეთა სამინისტრო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამძებრო საქმეების სტატისტიკას აქვეყნებს.
სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს საქართველოში 123 ადამიანი დაიკარგა, მათგან 69 მოიძებნა, 13 გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო 41 ადამიანი მოსაძებნი დარჩა.
დაკარგულებს შორის სხვადასხვა ასაკის პირები არიან. კონკრეტულად, შარშან დაკარგულ პირებს შორის 13 არასრულწლოვანი იყო. მათგან 9 მოიძებნა, 4 მოსაძებნი დარჩა. დაიკარგა 18-24 წლის 12 ადამიანი. მათგან მოიძებნა 8, გარდაცვლილი იპოვეს 1, მოსაძებნი დარჩა 3. 25-45 წლამდე ასაკის 45 ადამიანი დაიკარგა. მოიძებნა 30, ნაპოვნია გარდაცვლილი 5. დარჩა მოსაძებნი 10. 46-60 წლის 30 ადამიანი დაიკარგა. 15 მოიძებნა, 3 გარდაცვლილი იპოვეს, 12 მოსაძებნი დარჩა. 60 წლის ზემოთ მყოფი 23 ადამიანი დაიკარგა. 7 მოიძებნა. 4 გარდაცვლილი იპოვეს, 12 დარჩა მოსაძებნი.
რაც შეეხება დაკარგული არასრულწლოვნების სტატისტიკას, როგორც უკვე ვწერდით 2025 წელს საქართველოში 13 არასრულწლოვანი დაიკარგა. რეგიონების მიხედვით გადანაწილება ასეთია: თბილისში 1 დაიკარგა და ნაპოვნია, კახეთში 4 არასრულწლოვანი დაიკარგა, სტატისტიკის თანახმად, 4-ვე ნაპოვნია. იმერეთში 4 არასრულწლოვანი დაიკარგა, მათგან ნაპოვნია 3. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაიკარგა 2, მათგან ნაპოვნია 1. აჭარაში 2 არასრულწოვანი დაიკარგა, სტატისტიკის თანახმად ისინი ნაპოვნი არ არიან.
გარდა ამისა, სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 1973-2025 წლებში სულ 6806 ადამიანი დაიკარგა. მათგან მოიძებნა 5776, მოსაძებნი კი 1030 ადამიანი რჩება.
რეგიონების მიხედვით აღნიშნული პერიოდის მონაცემები ასე ნაწილდება. თბილისში 3324 ადამიანი დაიკარგა, მოიძებნა 2982, მოსაძებნი დარჩა 342. ქვემო ქართლში 707 ადამიანი დაიკარგა, მოიძებნა 627, მოსაძებნი დარჩა 80. კახეთში 400 ადამიანი დაიკარგა, მოიძებნა 319, მოსაძებნი დარჩა 81. შიდა ქართლში 425 ადამიანი დაიკარგა, მოიძებნა 291, დარჩა მოსაძებნი 134. სამცხე-ჯავახეთში 105 ადამიანი დაიკარგა, მათგან 91 მოიძებნა, მოსაძებნი დარჩა 14. გურიაში 103 ადამიანი დაიკარგა, მოიძებნა 90, მოსაძებნი დარჩა 13. მცხეთა- მთიანეთში 126 ადამიანი დაიკარგა, მოიძებნა 96, მოსაძებნი დარჩა 30. იმერეთში 785 ადამიანი დაიკარგა, მათგან მოიძებნა 621, მოსაძებნი დარჩა 164. რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, დაიკარგა 45, მოიძებნა 35, მოსაძებნი დარჩა 10. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაიკარგა 506, მოიძებნა 424, მოსაძებნი დარჩა 82. აჭარაში, დაიკარგა 269, მოიძებნა 199, მოსაძებნი დარჩა 70. აფხაზეთში დაიკარგა 11, მოიძებნა 1, მოსაძებნი დარჩა 10.
ამავე პერიოდში უგზო უკვლოდ დაკარგულ პირებს შორის არასრულწლოვნებიც არიან.
1973-2025 წლებში საქართველოში სულ 34 არასრულწლოვანი დაიკარგა. მათგან 12 თბილისში, 3 ქვემო ქართლში, 2 კახეთში, 3 შიდა ქართლში, გურიაში 2, იმერეთში 6, მათგან 2 ნაპოვნია. რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთში – 1, სამეგრელო-ზემო-სვანეთში 3, აჭარაში – 2.





























































