ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ვასილ ჩიგოგიძემ საკრებულოს სხდომაზე კითხვა დასვა, იმის შესახებ როგორც წინა წელს, ისე მომავალ წელს, დაიფარება თუ არა ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავს სახელობის დრამატული თეატრის კომუნალური ხარჯები.
მისი თქმით, კომუნალური ხარჯები 200 000 ათას ლარს შეადგენს და ამის დაფარვა თეატრის ბიუჯეტიდან ვერ მოხერხდება.
სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა თქვა, როგორც წინა წელს, ისევე მომავალ წელს 50 00 ლარი იქნება გამოყოფილი.
“პანდემიის დროს თანხის მატება ამ კუთხით ვერ ხდება. ამ ეტაპზე ეს შემიძლია ვთქვა. ვნახოთ, მომავალში, რა იქნება.“ – თქვა მამაკაიშვილმა.