ოზურგეთის საარჩევნო ოლქში თვითმმართველობის არჩევნებზე 57926 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული.
4 ოქტომბრის არჩევნებზე 29 539 ამომრჩეველი მივიდა. როგორც ცნობილია ამ არჩევნებზე არცერთ საარჩევნო უბანზე საჩივარი არ დაწერილა. კიდევ ერთი დეტალი – თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე (ოზურგეთში), სავარაუდოდ, 2461 ბიულენტენი გაბათილდა.
თუ რატომ მოხდა ამდენი ბიულეტენის გაბათილება? – ამ კითხვაზე ოზურგეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბერდია ლომიძემ გვიპასუხა:
„თითოეულ ქეისზე ბათილი ბიულეტენის, არის თავის სამართლებრივი პასუხი, თუ რატომ გაბათილდა ესა თუ ის ბიულეტენი. შეჯამებისთვის, ცენტრალურ დონეზე მომზადდება ინფორმაცია, რაც ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე ეს შემიძლია გითხრა.“
































































