ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი 180 ბენეფიციარის ყოველდღიური კვებითი (დღეში ერთხელ) მომსახურებისთვის.
წინადადებების მიღება 12 დეკმებრიდან დაიწყო, მაგრამ ამ ეტაპზე https://tenders.procurement.gov.ge/-ზე ტენდერში მონაწილეების ვინაობა არ არის ცნობილი. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციისთვის, დაახლოებით, 22 საათია დარჩენილი.
„1. ტექნიკური დავალება
1.1. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით მომსახურება.
1.2. ბენეფიციართა რაოდენობა: საორიენტაციოდ 180 ადამიანი, აღნიშნული რაოდენობა შესაძლებელია შეიცვალოს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, რის თაობაზეც მიმწოდებელს ეცნობება 2 (ორი) დღით ადრე მაინც.
1.3. მომსახურების ინტენსივობა და ვადა:
1.3.1. ყოველდღიური ერთჯერადი კვება დანართის სახით ატვირთული ფაილში მითითებული მენიუს, კერძების ჩამონათვალისა და შემადგენლობის (ნორმების მითითებით) შესაბამისად.
2. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები
2.1. ბენეფიციართა გამოსაკვებად საჭირო პროდუქცია უნდა იყოს ახალი, გაუყინავი, არასასიამოვნო სუნის გარეშე;
2.2. კერძის მომზადებისას მკაცრად უნდა იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები;
2.3. საკვები პროდუქტები უნდა შეესაბამებოდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანების მოთხოვნებს.“ – აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ატვირთულ დოკუმენტაციაში.
ბორში, კატლეტი გარნირით (პიურე), წვნიანი ხორცის გუფთა, წიწიბურა სოსისით, ოსპის წვნიანი, მაკარონი ყველით, ფუნთუშამ პური, ქათმის ჩახოხბილი, ვერმიშელის ფაფა, წვნიანი ბრინჯით, ქათმის კატლეტი მაკარონით, ფლავი ბრინჯის, ქიშმიშითა და შაქრით, ვერმიშელის წვნიანი, შესუნელებული სტაფილო, ლობიო ხმელი, შილა ფლავი ხორცით, კარტოფილის სოუსი, კისელი, ხილის კომპოტი – ეს არის ის მენიუ, რომლითაც გამარჯვებულმა კომპანიამ ბენეფიციარებს უნდა გაუმასპინძლდეს მთელი კვირა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არის 265 273 ათასი ლარი.




























































