საქართველოში სრულად აცრილი 106 084 ადამიანიდან კორონავირუსით მხოლოდ 207 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 0.19 პროცენტია, ამის შესახებ კვლევა ჯანდაცვის სამინისტროსა და NCDC-ს მიერ შექმნილ ვებ-გვერდ provax.ge-ზე გამოქვეყნდა.
მათივე ინფორმაციით, ინფიცირებულთა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა – 207 ინფიცირებულიდან მხოლოდ 8-ს (4 პროცენტი) დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.
საგულისხმოა ისიც, რომ სრულად აცრილთა შორის არავინ გარდაცვლილა.