ცოტა ხნის წინ ისრაელის ვაიცმანის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც საბოლოოდ მოუღო ბოლო მითს, რომ ადამიანის ორგანიზმი ათჯერ მეტი ბაქტერიული უჯრედისგან შედგება, ვიდრე ადამიანური უჯრედისგან.
ვაიცმანის ინსტიტუტის მკვლევარებმა 4-წლიანი კვლევის განმავლობაში დაადგინეს, რომ ადამიანის ორგანიზმში ბაქტერიული და ადამიანური უჯრედების რაოდენობა თითქმის ერთნაირია.
ვაიცმანის ინსტიტუტის კვლევით, ადამიანის ორგანიზმში ერთ ადამიანურ უჯრედზე მოდის 1.3 ბაქტერიული უჯრედი, მაგრამ ეს ინდივიდუალურიცაა. გააჩნია ადამიანის წონას. მაგალითად, დეფეკაციამდე ადამიანს შესაძლოა ორგანიზმში ჰქონდეს 50 ტრილიონამდე ბაქტერიული უჯრედი, მაგრამ დეფეკაციის პროცესის დასრულების შემდგომ მათი რიცხვი 30 ტრილიონამდე დავარდეს.
იგივე ვაიცმანის ინსტიტუტის მკვლევარი რონ მილო, რომელიც ხელმძღვანელობდა მკვლევართა ჯგუფს, აცხადებს, რომ 70 კილოგრამის წონის, 170 სმ-ის სიმაღლის ჯანმრთელ ადამიანს აქვს მინიმუმ 30 ტრილიონი ადამიანური უჯრედი და 39 ტრილიონი ბაქტერიული უჯრედი ორგანიზმში.