საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით, რომელიც იანვარი-ივნისის პერიოდს მოიცავს, გურიაში ცოცხლად 377 ბავშვი დაიბადა, ხოლო 836 ადამიანი გარდაიცვალა.
რაც შეეხება, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 719 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 718 ადამიანი.






























































