რამდენად სწრაფად ხდება ადამიანის ევოლუცია? რაზეა დამოკიდებული განვითარების პროცესი? მონრეალის უნივერსიტეტის თანამშრომლები გაცემენ ამ კითხვებზე პასუხს…
კანადელმა პროფესორმა ფილიპ ავდალამ “Nature Genetics”-სთან ინტერვიუს დროს დაადასტურა, რომ ადამიანის განვითარების საიდუმლო “გენეტიკურ მუტაციაშია.”
ადრე ითვლებოდა, რომ ბავშვს ჰქონდა 100დან 200მდე შეცდომა გენეტიკურ კოდში..
საინტერესო ფაქტი: მეცნიერები ცდებოდნენ, როდესაც თვლიდნენ, რომ ბავშვი “გენეტიკურ ინფორმაციას” ყოველთვის უფრო მეტად ღებულობდა მამისგან.
ფილიპ ავდალამ ჩაატარა ექსპერიმენტი სადაც შეისწავლა ორი სხვადასხვა ოჯახის გენეტიკა. დაწყებული უძველესი წინაპრებისგან დამთავრებული დღემდე მცხოვრებით. როგორც აღმოჩნდა ერთ ოჯახში “გენეტიკური ინფორმაცია” ბავშვს 92% ჰქონდა მამისგან, ხოლო მეორე ოჯახში 62% იყო დედის მხრიდან.
ახლა კი მეცნიერები ცდილობენ გასცენ პასუხი შემდეგ კითხვას: “როგორ ახდენს გავლენას მშობლების ასაკი “მუტაციის” რაოდენობაზე?”