ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების დროს ცნობილი გახდა, რომ საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატება 2023 წლიდან იგეგმება.
ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, რომელი თვიდან მოხდება ხელფასების მატება.
“გურია ნიუსი“ დეტალების გასარკვევად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამხურს დაუკავშირდა:
„გარდა იმისა, რაც მერმა საკრებულოს სხდომაზე გაავრცელა, რომ მომავალ წელს ბაღის თანამშრომლებს ხელფასი 100 ლარით ეზრდება, მეტი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ მაქვს. რომელი თვიდან შევა ძალაში, დეტალები არ ვიცი, თუმცა, ბაღის თანამშრომლებთან დაკავშირებით სიახლე რაც იქნება, თვითონ მერი გაავრცელებს ინფორმაციას.“ – განაცხადა, ოზურგეთის მერიის პრესსამსახურმა ნინო ბახტაძემ.
მისი თქმით, დეტალებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ თალაკვაძე უახლოეს ხანში გააჟღერებს.
ავტორი