2 ოქტომბრის მონაცემებით, 2017 წლის 21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველის თემის მერის არჩევნებისათვის რეგისტრაციიდან 94 მაჟორიტარი კანდიდატია მოხსნილი.
94 მოხსნილი კანდიდატიდან ორი ლანჩხუთშია, ორი კი _ ჩოხატაურში:
ლანჩხუთში _ “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ – დავით მიქაშავაძე და ვალერიან დობორჯგინიძე;
ჩოხატაურში _ კოტე სიხარულიძე, რომელიც ბუკისციხეში კენჭს იყრიდა საინიციატივო ჯგუფიდან, ახლა კი “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატია და იოსებ ბერიშვილი, რომელმაც ამავე უბანზე, საკუთარი სურვილით უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე.