გასაჯაროვდა ინფორმაცია თუ რამდენი ევრო მიიღო საფრანგეთის ნაკრების ყოველმა მოთამაშემ ყატარის მუნდიალზე მონაწილეობისთვის.
საფარანგთის ფეხბურთის ფედერაციას ფიფასგან 29 მილიონი ევრო ერგო. გამარჯვებულ არგენტინას – 41 მილიონი.
ამ თანხის 30% ფედერაციამ ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და პერსონალს გადაუნაწილა. ასე რომ, თითოეულ მოთამაშეს დაახლოებით 288 ათასი ევრო ერგო. დანარჩენი 70% კი დაიტოვა. ეს თანხა ორგანიზაციის ფინანსირებისთვის და სამოყვარულო ფეხბურთის განვითარებისთვის დაიხარჯება.
შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდები შეხვდნენ. დამატებითი დროის ჩათვლით შეხვედრა 3:3 დასრულდა. პენალტების სერიაში კი არგენტინელებმა 4:2 იმარჯვეს.
წყარო: leadersport.ge