“დღეს პრეზიდენტი არ შეეხო საქართველოს ისტორიაში ყველაზე ავბედით მოვლენას, პრო–მოსკოვური რეჟიმის მთავარ, საკრალურ ფიგურას ივანიშვილს, უფრო მეტიც მისი მოხსენებიდან გამოდის, რომ თურმე ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ (ჯერ როდის წავიდა საინტერესოა) დაისახა მმართველ პარტიაში პრო-რუსული ხაზი, რაც ათასწლეულის სიუცრუეა და მცირე პუტინი ამ ქვეყანაში მხოლოდ ივანიშვილია დანარჩენნი ყუთში ჩაყრილი პაიკებია.
ასევე ე.წ სახ–მეთაური საერთოდ გაჩუმდა პოლიტ-პატიმართა შეწყალებაზე, რის გარეშეც როგორც გვაფრთხილებენ ევროკავშირთან არავინ მოგვასუნინებს და რაც მნიშვნელოვანია მან დაადასტურა, რომ შარლ მიშელთან შუამავლობა, მისი ჩამოყვანა და ოპოზიციის პარლამენტში შეყრა, რითაც პუტინიზმი გადარჩა იბერიაში სწორედ სალომე ზურაბიშვილის მედიატორობით განხორციელდა, რამდენი მილიონი გადაიხადა ამისათვის ოლიგარქმა მათ შორის ქრთამად ევროჩინოვნიკებზე, რა თქმა უნდა ამაზე პრეზიდენტი მორცხვად დუმს.
ასევე არ უხსენებია აკრძალული ლეიბორისტული პარტია, რომელსაც მისსავე სასახლეში მისმა ჩამოყვანილმა შარლ მიშელმა მისცა ხელშეუხებლობის ოფიციალური გარანტია. მოკლედ როგორც სიბინძურეში ვირუსები, ასევე სწორედ ნახევრად სიმართლეში მრავლდება ეშმაკი და დღეს სწორედ ეშმაკის გადარჩენის მორიგი მცდელობის დღე იყო ზურაბიშვილის შემოქმედებაში. ვფიქრობ უშედეგოდ.
ივანიშვილის მოღალატეობრივ რეჟიმს ვერაფერი გადაარჩენს. მას უპირისპირდება მისი უდიდებულესობა ხალხი და ისტორია.”
წერს სოციალურ ქსელში პარტია ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი.