დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა.
როგორც სხდომაზე ცნობილი გახდა, აღმაშენებლის ქუჩაზე ტროტუარების, სანიაღვრე არხები და გარე განათები მოწესრიგდება.
კომისიის თავმჯდომარის დავით ჭაკნელიძის თქმით, თანხა რეგიონალური განვითარების ფონდიდან არის გამოყოფილი.
აღნიშნულ საკითხს ხვალ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ და დაამტკიცებენ.
” ქალაქის მთავარი ქუჩის მოწესრიგება იგეგმება და ამისთვის აღმაშენებლის ქუჩისთვის გამოყოფილია 1 301 998 ლარი არის გამოყოფილი,” – თქვა დავით ჭაკნელიძემ.
ავტორი


































































