ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი წარუდგინა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს აღნიშნეს, რომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი 33 649 000 ლარზეა გათვლილი, რაც წინა წლის წარდგენილ ბიუჯეტზე 5 835 000 ლარით მეტია.
ძირითადი პრიორიტეტები არის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა-სპორტი და სოციალური პროგრამები.
ავტორი