გურიაში საარსებო შემწეობას 3956 ოჯახი იღებს. საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 14 790-ს შეადგენს. საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, ვისაც საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის ფარგლებში 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ საარსებო შემწეობა 2664 ოჯახს, ჯამში კი 12 473 ადამიანს შეადგენს,_ ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია ნათქვამი.
რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტების მიხედვით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობას 1130 ოჯახი იღებს. საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა კი 4154-ს შეადგენს. საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის ფარგლებში 668 ოჯახია ჩართული. დასაქმებულ პირთა რაოდენობა კი 3047-ს შეადგენს.
რაც შეეხება ოზურგეთს, ოზურგეთში საარსებო შემწეობას 1029 ოჯახი იღებს. საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 3142-ს შეადგენს. საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულია 269 ოჯახი. პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 1107-ს შეადგენს.
აქვე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, ოზურგეთის რაიონში 1286 ოჯახი იღებს საარსებო შემწეობას. საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობაა 5487. საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულია 1034 ოჯახი. პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 5077-ს შეადგენს.
რაც შეეხება ჩოხატაურს, საარსებო შემწეობას 511 ოჯახი იღებს. საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა კი 2007-ს შეადგენს. სოცალური დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში 693 ოჯახია ჩართული, ხოლო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 3242-ს შეადგენს.































































