ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 42 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთში წელს 683 პირველ კლასელმა დაიწყო სწავლა.
“გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა, პირველ კლასში დაფიქსირდა თუ არა ერთი ან ორი მოსწავლე. ლელა იმედაშვილის თქმით, ასეთი შემთხვევა მხოლოდ გომის საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ორი პირველკლასელია.