30 აგვისტოს მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, გადამუშავებულია 740 ტონამდე, სხვადასხვა ჯიშის, ძირითადად საადრეო ყურძენი. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა ღვინის მწარმოებელი 100-ზე მეტი კომპანია, რომლებიც მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.
გადამუშავებული ყურძენი აღირიცხება სპეციალური პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე wine.gov.ge შეეძლება“,_ აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
ცნობისთვის, რთველის საკოორდინაციო შტაბი თელავშია განთავსებული.