ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების უფროსი, ირინა შალამბერიძე “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ტურისტების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.
კურორტ გომისმთაზე დამსვენებელი 5 000 ადამიანი იყო, ვიზიტორი – 15 000-მდე, დაბა ურეკში კი წელს 90 000 დამსვენებელი დაფიქსირდა.
შალამბერიძის თქმით, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სურათების გალერეას- 700 ადამიანი სტუმრობდა წლის განმავლობაში, აქედან 100 იყო უცხოელი.
“ეს სტატისტიკური მონაცემები მოვიპოვეთ სასტუმროებიდან. იყო შემთხვევა, როდესაც რამდენიმე სასტუმროს არ მოუწოდებია მონაცემები. ეს მონაცემები გვჭირდება იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ რამდენი ტურისტი გვსტუმრობს სეზონის დროს და რომელი ქვეყნებიდან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტურისტული პროექტების ,,ჩაის გზა“ და ,,ჩხავერის ისტორია“ მონაწილეებთან ვიზიტორების რაოდენობა ასეთია: ანასეულის ჩაის საწარმი-გენო ხუჭუა, რაოდენობა 642 – აქედან უცხოელი 142, შიდა ტურისტი 500; გურიანთის ჩაის საწარმო “ნატურა თი კომპანი“ – ბერდია ელგუჯაური რაოდენობა 380 – უცხოელი ტურისტი 200, შიდა ტურისტი 180; დათო თენიეშვილი – საოჯახო მიკრო საწარმო რაოდენობა 600, უცხოელი ტურისტი 200 – შიდა ტურისტი 400, ილია ჩხარტიშვილი – ღვინის საოჯახო “ილიას მარანი“ – რაოდენობა 480 – უცხოელი ტურისტი 405, შიდა ტურისტი 75.
საოჯახო სატუმროები: ლია ბელიქანიძე – 500 – უცხოელი 60, შიდა ტურისტი 440, სასტუმრო ,,ბრუკსი“-ვასო ბეშიტაშვილი 700 – უცხოელი 70 ტურისტი, შიდა ტურისტი 650; სოფ.დვაბზუ საოჯახო სასტუმრო ნაზი ჯაველიძე, რაოდენობა – 500, 150 უცხოელი ტურისტი, 350 შიდა ტურისტი; სოფ.ლიხაური, საოჯახო სასტუმრო ნათია გორდელაძე – რაოდენობა 50, უცხო ტურისტი 50; სოფ.ცხემლისხიდი საოჯახო სასტუმრო ინგა დუმბაძე, 230 რაოდენობა – 50 უცხოელი ტურისტი, 180 შიდა ტურისტი; სოფ.წითელმთა, საოჯახო სასტუმრო ლიკა მეგრელაძე. 201 რაოდენობა, 81 უცხოელი, 120 შიდა ტურისტი, სოფ. შემოქმედი, ეთნოგრაფიული სასტუმრო “მენაბდის მარანი“, 250 რაოდენობა – 40 უცხოელი ტურისტი, 210 შიდა ტურისტი; საოჯახო სასტუმრო,, ტერასა“კობა ჩხაიძე, 384 -უცხოელი ტურისტი 45, შიდა ტურისტი 339, საოჯახო სასტუმრო მიშო არობელიძე რაოდენობა 20, უცხოელი ტურისტი 20. მთლიან ჯამში 2835 ტურისტმა ისარგებლა საოჯახო სასტუმროებით,“ _გვითხრა შალამბერიძემ.