ცოტა ხნის წინ, ბრიტანელმა ძილის სპეციალისტებმა დაასახელეს იდეალური ტემპერატურა საბნის ქვეშ კარგი ძილისთვის.
აღმოჩნდა, რომ ცივი საძინებელი ხელს უწყობს სითბოს დაკარგვას თავისა და სახის მეშვეობით, თუმცა, თუ ოთახში ან საბნის ქვეშ ძალიან ცხელა, ეს იწვევს მოუსვენარ ძილს.
იგივე ხდება, როდესაც ძალიან ცივა, რადგან ამ შემთხვევაში სხეული ენერგიას ხარჯავს ოპტიმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად და ესეც ასევე გვიფრთხობს ძილს.
სასურველია, რომ ტემპერატურა საძინებელ ოთახში 16-18 გრადუსი იყოს, ხოლო საბნის ქვეშ ტემპერატურა ე.წ. თერმონეიტრალურ ზონაში. მისი ზუსტი მნიშვნელობის დადგენა ხდება ადამიანის წონის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მაგრამ ადამიანების უმეტესობისთვის ეს დაახლოებით 29 გრადუსია. როგორც წესი, სხეული თავად ათბობს ჰაერს საბნის ქვეშ ამ დონემდე.
































































