საპენსიო სააგენტომ 2023 წლის შედეგები შეაჯამა. მედიასთან გამართულ შეხვედრაზე, ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის 20 დეკემბერის მდგომარეობით, ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4.3 მილიარდ ლარს მიაღწია. სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობამ 1 476 780 შეადგინა. აქიდან აქტიური სქემის მონაწილე 1297661 ადამიანია, ხოლო დამატებით 2023 წელს სქემას 118 044 მონაწილე შეუერთდა. 2023 წელს პენსიით ისარგებლა 3535 ადამიანმა, შედეგად პენსიის მიმღებთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 6929 შეადგინა.
დღეისათვის, გაცემული პენსიის ჯამური რაოდენობა 20 811 344 ლარია, ხოლო მიმდინარე წელს იგივე მონაცემი 13 264 294 ლარს მოიცავს. ამ დროისათვის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ ორგანიზაციათა ოდენობა 12 650-ით გაიზარდა. საინვესტიციო საქმიანობის შედეგები კი ასე გამოიყურება: მხოლოდ 2023 წელს, საინვესტიციო ამონაგებმა 401 მლნ ლარი შეადგინა,.ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე , საპენსიო აქტივების ჯამური წმინდა ამონაგები 834 მილიონი ლარია. პროცენტულად, 5 წლის განმავლობაში, ნომინალურმა ამონაგებმა 57% შეადგინა,.ხოლო ამავე პერიოდში რეალური ამონაგები 13.3 % იყო.
როგორ შეხვედრაზე აღინიშნა, 2023 წელი აქციების ბაზრისთვის საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდა, შესაბამისად ბოლო თვეების განმავლობაში საინვესტიციო ამონაგების პორტფელების მიხედვით პორტფელებს შორის დინამიკური პორტფელი ლიდერობს, რომელშიც აქციების წილი ყველაზე მაღალია. კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, 2024 წლის 3 იანვრიდან იმ მონაწილეების აქტივები რომლებსაც 2023 წლის 7 სექტემბრამდე არ აურჩევიათ სასურველი საინვესტიციო პორტფელი, ავტომატურად გადანაწილება კონსერვატიულ ანუ დაბალრისკიან პორტფელში. 3 იანვრიდან, აღნიშნულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავად შეარჩიონ მათთვის სასურველი პორტფელი და შემდგომში ხელმეორედ არჩევანის გაკეთება 12 თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი.