იმისათვის, რომ გამოიყურებოდეთ ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად, შეინარჩუნოთ სახის კანის ჯანმრთელი ელფერი და სილამაზე, აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა.
გაიკეთეთ სახის მსუბუქი პილინგი. კანის უჯრედების განახლების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ 30 წლიდან სასურველია დავეხმაროთ კანს მოძველებული უჯრედების მოშორებით, რაც ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას და აღადგენს კოლოგენების გამომუშავებას, რომლებიც სიმკვრივეს უზრუნველყოფენ. სახე კვირაში ერთხელ მაინც უნდა გავიწმინდოთ.
უნდა ვიძინოთ მხოლოდ ზურგზე. როცა ბალიშში თავჩარგულს გძინავს სახის კანი განიცდის დეფორმაციას. მხოლოდ ერთ გვერდზე წოლაც არათანაბრად ტვირთავს სახის კუნთებს და აბერებს კანს. იძინეთ ზურგზე და სახე არ დაგინაოჭდებათ.
თავი დაიცავით მზისგან. მზის სხივები აუცილებელია კანისთვის, მაგრამ მოერიდეთ ზედმეტ დასხივებას და იხმარეთ მხოლოდ ხარისხიანი გასარუჯი კრემები.
შეამცირეთ რაციონში შაქარი და ნახშირწყლები.
მოიწყვეთ რელაქსაციის წუთები დღეში ერთხელ მაინც. რაც არ უნდა დატვირთული დღე გქონდეთ 5 წუთით მაინც განმარტოვდით, მოდუნდით და მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას ან იფიქრეთ თქვენთვის სასიამოვნოზე. ხშირად გაიღიმეთ, ასე უფრო მომხიბლავი ხართ.